უელსის პრინცესას კიბოს დიაგნოზი დაუსვეს

უელსის პრინცესას, ქეით მიდლტონს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ინფორმაცია  და ვიდეო მან სოციალურ პლატფორმა X-ზე თავად გაავრცელა. უელსის პრინცესა ბოლო რამდენიმე თვეა, მედიასთან საჯაროდ არ გამოჩენილა.

ქეით მიდლტონი ახლა ქიმიოთერაპიის კურსს გადის. NBC News-ის ცნობით, ბრიტანეთის მომავალი მეფის, პრინც უილიამის 42 წლის ცოლი თითქმის ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში, ლონდონის კერძო კლინიკაში, მას შემდეგ, რაც იანვარში მუცლის ღრუს ოპერაცია ჩაუტარდა.


„ახლა ვარ ამ მკურნალობის ადრეულ ეტაპზე,“ აღნიშნა მან სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 ქეით მიდლტონმა მადლობა გადაუხადა საზოგადოებას მხარდაჭერისთვის, მაგრამ ასევე სთხოვა "დრო, სივრცე და კონფიდენციალურობა" მკურნალობის ეტაპზე.