რუსეთი უკრაინას 34 დრონით დაესხა თავს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა უკრაინის მიმართულებით ოთხი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და Shahed-ის ტიპის 34 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს.


„თავდაცვის ძალების, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების და საჰაერო ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა პოლტავის, ნიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში Shahed-ის ტიპის 31 დრონი ჩამოაგდეს,“ - აცხადებს უკრაინის საჰაერო ძალები.

რუსებმა დრონები დროებით ოკუპირებული ყირიმის და რუსეთის კურსკის ოლქიდან გაუშვეს.