რუსეთის ყველა რეგიონში შემოღებულია დამატებითი „ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებები“

ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის ყველა რეგიონში, შემოღებულია დამატებითი „ანტიტერორისტული და ანტიდივერსიული ღონისძიებები.“

რუსეთის პრეზიდენტმა მოსახლეობას თავდასხმიდან მეორე დღეს მიმართა.


რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, Crocus City Hall-ზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია 115 ადამიანი, დაჭრილია140-ზე მეტი.

ФСБ-ის ხელმძღვანელის თქმით, დაკავებულია ეჭვმიტანილი.