ესპანეთის უმაღლესმა სასამართლომ Telegram-ის ფუნქციონირების შეჩერების ბრძანება გასცა მას შემდეგ, რაც მედია კომპანიები ჩიოდნენ, რომ აპლიკაცია მომხმარებლებს უფლებას აძლევს, საავტორო უფლებებით დაცული შინაარსი ნებართვის გარეშე ატვირთონ. ამის შესახებ Reuters-ს სასამართლოს წყარომ განუცხადა.
ესპანეთში Telegram-ის გამოყენება ორშაბათიდან, 25 მარტიდან დროებით შეჩერდება. სასამართლო დათანხმდა „ტელეგრამის“ სერვისების დაბლოკვას ესპანეთში, ვიდრე მედია კომპანიების ნებართვის გარეშე გამოყენებული კონტენტის მფლობელების პრეტენზიები გამოძიებული არ იქნება. სასამართლოს წყაროს თქმით, Telegram-ის სერვისების დაბლოკვაზე პასუხისმგებლობა მობილურ ოპერატორებს ეკისრებათ. კონკურენციის სააგენტო CNMC-ის თანახმად, Telegram-ი ესპანეთში მეოთხე ყველაზე პოპულარული მესიჯების სერვისია. CNMC-ის მიერ გამოკითხული ესპანელების თითქმის 19% იყენებს ამ აპლიკაციას.