24 მარტს, გამთენიისას, რუსეთის მხრიდან, უკრაინაზე თავდასხმისას ერთ-ერთი რუსული რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. ინფორმაციას პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა ავრცელებს. რაკეტა NATO-ს წევრი ქვეყნის პოლონეთის საჰაერო სივრცეში 39 წამის განმავლობაში იყო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფრენისას რაკეტას სამხედრო-სარადარო სისტემების მეშვეობით აკონტროლებდნენ.
„დღეს საღამოს ამოქმედდა ყველა საჭირო პროცედურა პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, გააქტიურდა პოლონეთისა და მოკავშირეების ავიაცია. პოლონეთის არმია მუდმივად აკონტროლებს სიტუაციას უკრაინის ტერიტორიაზე და იმყოფება მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, რათა უზრუნველყოს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოება,“ - ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.
პოლონეთში ხაზს უსვამენ, რომ „მათთვის ცნობილი იყო ფრენის გზა, ცხადი იყო, რომ ეს ობიექტი ქვეყნის სიღრმეში არ შედიოდა."
„პოლონეთის ძალები ჩამოაგდებდნენ რუსულ რაკეტას, თუ დარწმუნდნენ, რომ ის პოლონეთის სამიზნისკენ მიემართებოდა. თავის მხრივ, ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია 2023 წლის 29 დეკემბერსაც დაარღვია. მაშინ რაკეტამ პოლონეთის ტერიტორიაზე სამ წუთამდე დაჰყო. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ 24 მარტის ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 18 რაკეტა და 25 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.