პოლონეთის ხელისუფლება გაზრდის ჯარების რაოდენობას ქვეყნის აღმოსავლეთ საზღვრებზე მესაზღვრეების დასახმარებლად, განაცხადა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა.
ციტირებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრს პოლონური სააგენტო.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯარი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის, ლიეტუვის, ბელორუსის და უკრაინის საზღვრებთან, რათა მხარი დაუჭიროს სასაზღვრო სამსახურს.
მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა გამოყოფს ერთ მილიარდ ზლოტს (დაახლოებით 250 მილიონი აშშ დოლარი) სასაზღვრო რაიონებში სამხედრო პერსონალის განთავსებისთვის, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად.