რუსეთში, სანქტ-პეტერბურგის ნევსკის რაიონში, სავაჭრო ცენტრ London Mall-ის ვიზიტორებისა და თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
კომერსანტი წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, ევაკუაცია შენობაში ბომბის არსებობის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ დაიწყო.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებულია ერთი პირი.
მასალა განახლდება