მაკრონის თქმით, ჯგუფი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც ცდილობდა

საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ფილიალი, რომელიც მოსკოვთან მომხდარი თავდასხმის უკან დგას, საფრანგეთზე თავდასხმასაც გეგმავდა.

საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე და საგანგებო მზადყოფნის რეჟიმი აამოქმედა. გადაწყვეტილება 24 მარტს, ღამით მიიღეს ელისეის სასახლეში, სადაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა ჩატარდა.

„ეს ჯგუფი ასევე ცდილობდა რამდენიმე ქმედების განხორციელებას ჩვენს მიწაზე,” - განუცხადა მანკრონმა ჟურნალისტებს გაიანაში ვიზიტის დროს.


მოსკოვთან მდებარე Crocus City Hall-ში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 137-მდე გაიზარდა, მათ შორის, სამი ბავშვია. დაშავებულია 180-ზე მეტი ადამიანი.

ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულ ოთხივე პირს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა. ცალკე განცხადებაში, მაკრონმა „მტკიცედ“ დაგმო „ტერორისტული თავდასხმა“ და განაცხადა, რომ საფრანგეთი სოლიდარობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.