პოლონეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო შვეულმფრენების ბაზას ქმნის

პოლონეთის ხელისუფლება ქალაქ სვიდნიკში, ლუბლინის ვოევოდაში სამხედრო შვეულმფრენების ბაზის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის განზრახვის წერილს ხელი უკვე მოაწერეს.

შეთანხმება მოიცავს ლუბლინის აეროპორტში მუდმივი ვერტმფრენის საჰაერო ბაზის შექმნას, რომელიც პოლონეთის შეიარაღებულ ძალებს მოემსახურება.


მანამდე, 24 მარტის ღამეს, დილის 4:23 საათზე, პოლონეთის საჰაერო სივრცე კვლავ დაირღვა უსეთის შორ მანძილზე მყოფი ავიაციის მიერ გაშვებული ერთ-ერთი მანევრირებადი რაკეტით. რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ოსიერდოვთან.

ის იქ 39 წამის განმავლობაში იყო. ინციდენტთან დაკავშირებით პოლონეთმა გამოაცხადა თავისი განზრახვა, დაიბაროს რუსეთის ელჩი და გადასცეს მას საპროტესტო ნოტა.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ შიკორსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ელჩს მოეთხოვება ახსნა-განმარტება რუსული რაკეტის ინციდენტთან დაკავშირებით.

ამავდროულად, პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა განაცხადა, რომ პოლონეთი ჩამოაგდებს რუსულ რაკეტას, თუ იქნება ნიშნები, რომ ის მიემართება პოლონეთის ტერიტორიაზე რაიმე სამიზნისკენ.