აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა კრიპტო ბაზარზე არსებულ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს კრიპტო ბაზრებზე უკანონო ფინანსური ტრანზაქციებსა და სანქციებისთვის თავის არიდებაში ეხმარებოდნენ. შესაბამისი განცხადება ფინანსთა სამინისტროს საგარეო აქტივების კონტროლის სამსახურმა (OFAC) გააკეთა.
კერძოდ, დაუწესდა შემდეგ რუსული კომპანიებ: B-Crypto, Masterchain, Laitkhaus, Atomaiz.
სანქცირებულთა სიაში ასევე არიან Tokentrust Holdings. (კვიპროსი), Bitfingroup OÜ (ესტონეთი), Crypto Explorer (UAE).
ამავდროულად, ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სულ მცირე ხუთ ორგანიზაციას აკონტროლებენ ის პირები, რომელთა მიმართ აშშ-ის სანქციები უკვე დაწესებულია.
„დღეს, OFAC-მა დააწესა სანქციები 13 ორგანიზაციისა და ორი ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რუსეთის ეკონომიკის ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიური სექტორების საქმიანობის გამო. კერძოდ, მათ, ვინც ავითარებდა, ან სთავაზობდა მომსახურებას ვირტუალურ აქტივებში და აძლევდა აშშ-ის სანქციებისთვის თავის არიდების საშუალებას," - ნათქვამია განცხადებაში.