უკრაინის დარტყმების შემდეგ, რუსეთი აღარ იყენებს ყირიმის ხიდს იარაღის გადასატანად - ვასილი მალიუკი

„ყირიმის ხიდზე წარმატებული თავდასხმების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია აღარ იყენებს მას იარაღისა და განადგურების საშუალებების გადასაზიდად. აქამდე ხიდზე დღეში 42-46 მატარებელი გადიოდა, რომელსაც იარაღი და საბრძოლო მასალა გადაჰქონდა, ახლა მხოლოდ 4-5, აქედან ოთხი სამგზავრო მატარებელია, ერთს საერთო მოხმარების საქონელი გადააქვს,“ - ამის შესახებ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვასილი მალიუკმა განაცხადა. მისი თქმით, ხიდს საავტომობილო მიმოსვლისთვის იყენებენ, მაგრამ შეზღუდულად.მან ხაზი გაუსვა, რომ ოკუპანტები ხიდის სრულ აღდგენაზე მუშაობენ და თუ ეს მოხდება, უკრაინული მხარის რეაქცია შესაბამისი იქნება.

"როდესაც ისინი აღადგენენ საყრდენებს, შესაძლოა, პოტენციურად ხელახლა დაიწყონ საბრძოლო მასალის გადატანა. შემდეგ, ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ ვეტყვით "გამარჯობას". ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნუ დავაჩქარებთ მოვლენებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი სრული განადგურების პოტენციალი,“ - აღნიშნა მალიუკმა.


მისივე თქმით, რუსეთი არ იყენებს ყირიმის ხიდს იარაღის მიწოდებისთვის დროებით ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე მას შემდეგ, რაც მას უკრაინის უსაფრთხოების უწყებებმა დაარტყეს.

„ოდესღაც უკრაინის პრეზიდენტისგან მივიღეთ დავალება, რომ ამ მიმართულებით მოწინააღმდეგის სამხედრო მარშრუტები გაგვეწყვიტა. ფაქტობრივად, ორი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა. ახლა თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ ისინი ყირიმის ხიდს არ იყენებენ იარაღის მომარაგებისთვის. ხიდზე ყოველდღიურად გადიოდა 42-დან 46-მდე მატარებელი, რომელიც იარაღს და საბრძოლო მასალას ატარებდა, დღეს ოთხიდან ხუთ მატარებელია, ოთხი მგზავრს გადაჰყავს და მეორე - სამომხმარებლო საქონელი, ანუ მტერი არ იყენებს ხიდს,“ აღნიშნავს მალიუკი.


თუმცა, SBU-ს ხელმძღვანელის თქმით, რუსები ყირიმის ხიდის შეკეთებაზე მუშაობენ. „ამჟამად იქ დაზიანებულია საყრდენები და ე.წ ზურგები, რომლებზეც დგანან. როცა აღდგება, ალბათ ისევ დაიწყებენ საბრძოლო მასალის გადატანას ამ ხიდზე. მერე კიდევ ერთხელ „გავუგზავნით მოკითხვებს.“ ყველაფერი დროულად უნდა დალაგდეს,“ - განაცხადა მალიუკმა. მალიუკის თქმით, ყირიმის ხიდზე პირველი თავდასხმის შემდეგ, ზოგიერთი დასავლური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ისინი აფასებენ უკრაინელი ოპერატიულების ძალისხმევას.