რუსები უფრო მეტ აფეთქებას უნდა ელოდონ, მეტი "სპეციალური ოპერაცია" იქნება წლის ბოლომდე - მალიუკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უმაღლესი წარმომადგენელი პირობას დებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მეტი "სპეციალური ოპერაცია" იქნება წლის ბოლომდე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილ მალიუკი ამბობს, რომ წელს ახალი სპეცოპერაციები ჩატარდება, რათა რუსეთს კიდევ უფრო მეტი ზიანი მიაყენონ.

მალიუკმა ICTV-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

  • „რუსები უფრო მეტ აფეთქებას უნდა ელოდონ...“ ამბობს მალიუკი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო ომი, უსაფრთხოების უწყებებმა გაანადგურეს 809 რუსული ტანკი, ასევე სხვა ჯავშანტექნიკა და ელექტრონული ომის სისტემები. 

როგორც ცნობილია, SBU-მ უკვე შეუტია 13 ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, რათა შეემცირებინა რუსეთის მოგება, რითაც ომს აწარმოებს.


რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებულ სამხედრო და სხვა ობიექტებს, მათ შორის, ყირიმის ხიდს, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს.