აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში ხიდი მთლიანად ჩაინგრა მას შემდეგ, რაც საკოინტენერო გემის ავარია მოხდა. ბალტიმორის სახანძრო სამსახური ამ წუთებში ადგილზე იმყოფება - მათი თქმით, შვიდი ადამიანი და რამდენიმე მანქანა მდინარეში ჩავარდა. სახანძრო დეპარტამენტი ამბობს, რომ დიდი ხომალდი ფრენსის სკოტ კიის ხიდის სვეტს დაახლოებით 01:30 ET (05:30 GMT) საათზე დაეჯახა.
როგორც BBC იუწყება, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა და ახლა მიმდინარეობს მასშტაბური სამაშველო ოპერაცია.