აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში, გემის შეჯახების შედეგად ფრენსის სკოტის ხიდის ჩანგრევის შემდეგ, რამდენიმე ავტომობილი მდინარეში გადავარდა და მაშველები, მყვინთავები ამ დროისთვის 20-მდე ადამიანს ეძებენ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ქალაქის პორტის მთავარ ხიდს დიდი გემი დაეჯახა,“ განუცხადა სახანძრო დეპარტამენტის წარმომადგენელმა CNN-ს.
ოფიციალური პირების თქმით, ნავსადგურში წყლის ტემპერატურა 10 გრადუსზე დაბალია.
CBS News-ს ბალტიმორის სახანძრო დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ხიდზე მისაბმელიანი ტრაილერი მოძრაობდა.
ამერიკული მედიის ცნობით, სინგაპურის დროშით მცურავი გემი Dali, რომელსაც კომპანია Maersk-ი მართავდა, შრი-ლანკისკენ მიემართებოდა. რამ გამოიწვია შეჯახება, ჯერჯერობით უცნობია.
მერილენდის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.