უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან $880 მლნ მიიღო

უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან ფინანსური მხარდაჭერის მეოთხზე ტრანში - 880 მილიონი აშშ დოლარი მიიღო.

პრემიერ დენის შმიგალის თქმით, უკრაინა აგრძელებს პარტნიორების წინაშე ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას და ემზადება პროგრამის შემდეგი გადასინჯვისთვის.

„ეს თანხა ხელს შეუწყობს ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვას და მაკროფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას,“ - განაცხადა უკრაინის პრემიერმა.