ლუკაშენკო: საზღვარზე ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის ძალით უნდა აღიკვეთოს

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ მეზობელ ქვეყნებთან საზღვარზე შესაძლო პროვოკაციებზე მკაცრი რეაგირების ბრძანება გასცა და განაცხადა, რომ საზღვრის ყველა დამრღვევი უნდა განადგურდეს. ოშმიანის რაიონში, სადაც მან ტერიტორიის ის მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც ფორმირებებისა და სამხედრო ნაწილების საბრძოლო მზადყოფნის შესამოწმებლად ღონისძიებები მიმდინარეობს.


„საჯაროდ ვიტყვი: ნებისმიერი პროვოკაცია იარაღის საშუალებით უნდა შეწყდეს. მათთან ხუმრობას აზრი არ აქვს. დაარღვია სახელმწიფო საზღვარი - განადგურება,” - განაცხადა ლუკაშენკომ, რომელსაც დასავლეთი რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნევს.