უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ბრძანებულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოლექსი დანილოვს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის პოსტი ეკავა.
ვოლოდიმირ ზელენსკის კიდევ ერთი ბრძანებით, ამ თანამდებობაზე საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ოლექსანდრ ლიტვინენკო დაინიშნა.