ნიკოლ ფაშინიანი: აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს

სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში წვლილის შეტანა სომხეთის რესპუბლიკის პრიორიტეტია, რომლის კონტექსტში მე მნიშვნელობას ვანიჭებ რეგიონის ინფრასტრუქტურის განბლოკვას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბერძნულ გამოცემა Kathimerini-თან ინტერვიუში განაცხადა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანიდან თურქეთში მიმავალმა გზებმა, მილსადენებმა და სადენებმა სომხეთზე უნდა გაიაროს.


„პროექტი „მშვიდობის გზაჯვარედინი“ სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს, მათ შორის, გამტარუნარიანობის მნიშვნელოვან ზრდას, საავტომობილო გადაზიდვებს, მილსადენების გაყვანას, ელექტროგადამცემ ხაზებს და ინტერნეტსადენებს, ერთი მხრივ, შავ ზღვასა და მეორე მხრივ, სპარსეთისა და ომანის ყურეს შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით.

სარკინიგზო მაგისტრალის ყველაზე ოპტიმალური მარშრუტი, რომელიც საქართველოდან სომხეთში და შემდეგ ირანში მიდის, გაივლის აზერბაიჯანის ნახიჩევანს – ეს რკინიგზა არსებობდა საბჭოთა პერიოდში. არსებობს ასევე აღმოსავლეთ-დასავლეთის ფრთა, რომელსაც შეუძლია, დააკავშიროს კასპიის და ხმელთაშუა ზღვები სომხეთის ტერიტორიის გავლით. ამისთვის აუცილებელია, რომ სარკინიგზო და საავტომობილო გზები, მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სადენები აზერბაიჯანიდან სომხეთის გავლით დაუკავშირდენენ თურქეთს. ჩვენ მზად ვართ ასეთი გადაწყვეტილებებისთვის,“ – განაცხადა ფაშინიანმა.