ფრანგი მინისტრი სამხედრო წარმოების გასაზრდელად რადიკალურ ნაბიჯებს არ გამორიცხავს

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სამხედრო წარმოების გასაზრდელად რადიკალური ნაბიჯების მომხრეა. ლეკორნუმ განაცხადა, რომ ის „არ გამორიცხავს“ შესაძლებლობების რეკვიზიციას თავდაცვის წარმოების გაზრდის მიზნით.


მინისტრმა აღნიშნა, რომ 2023 წელს მიღებული კანონი 2024-2030 წლების სამხედრო დაგეგმვის შესახებ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რადიკალური ნაბიჯების საფუძველს იძლევა ქვეყნისთვის აშკარა ან სავარაუდო საფრთხის ფონზე.

პოტენციური რეკვიზიცია შეიძლება, მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით განხორციელდეს.


შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ ახლახან გამოაცხადა 500 მილიონი ევროს გამოყოფა ევროპული კომპანიებისთვის საბრძოლო მასალის წარმოების შესაძლებლობების გაზრდის სქემით, რომელიც გაზრდის ჭურვების მიწოდებას უკრაინაში და შეავსებს ევროკავშირის ქვეყნების მარაგს.

იანვარში, ევროკომისარმა განაცხადა, რომ ევროპული თავდაცვის ინდუსტრია 2024 წლის ბოლომდე სულ მცირე 1,3 მილიონი ჭურვის წარმოებას შეძლებს.