ფინეთის პოლიცია რუსეთს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს უწოდებს

ფინეთის უსაფრთხოების პოლიციის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ყველაზე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფინეთის ეროვნულ უსაფრთხოებას, რომელიც მიმართავს ჯაშუშობას და ჰიბრიდულ გავლენას.


მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ოპერატიული შესაძლებლობები შესუსტდა, რუსული ჯაშუშობისა და გავლენის მცდელობის საფრთხე კვლავ მაღალია.

ფინეთის უსაფრთხოების პოლიცია დარწმუნებულია, რომ ფინეთის NATO-ში გაწევრიანებამ დადებითი გავლენა იქონია სიტუაციაზე. ჰელსინკი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა გამოთქვა უკმაყოფილება ფინეთის შეცვლილი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით.


უსაფრთხოების პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ტეემუ ტურუნენმა აღნიშნა, რომ მართული მიგრაცია რუსეთისთვის რჩება მარტივი გზა ფინეთზე ზეწოლისთვის.

უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ადგილობრივი რუსულენოვანი მოსახლეობა ქვეყნის უსაფრთხოებას მნიშვნელოვან საფრთხეს არ წარმოადგენს. სპეციალურმა მკვლევარმა პეტერი ლალუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფინეთში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეები ზოგადად უკიდურესად ჰეტეროგენულები არიან.