საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას 2024 წლის 14 დეკემბრამდე გენერალ-მაიორი ბეტინა ბუღანი უხელმძღვანელებს.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუღანი არის საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის ოფიცერი, რომელსაც აქვს საერთაშორისო ურთიერთობებსა და სტაბილიზაციის მისიებში დიდი გამოცდილება; მუშაობდა სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე გაეროში, ასევე საფრანგეთის ჟანდარმერიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში.


ბოლო დროს ის ჩართული იყო კონფლიქტების პრევენციაში, მედიაციასა და მშვიდობის შენარჩუნებაში, მგრძნობიარე პოლიტიკურ და უსაფრთხოების კონტექსტში. ბეტინა ბუღანი ბერძენ დიმიტრიოს კარაბალისს შეცვლის.