საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ნაკრებს და გულშემატკივრებს გუნდის უდიდედი წარმატება მიულოცა.
„მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე. გულწრფელად ვულოცავ საქართველოსა და ყველა ქართველს გუშინდელი შესანიშნავი საფეხბურთო მატჩის გამო. ძალიან ემოციური იყო, მოხარული და ამაყი ვარ, რომ საქართველო მოხვდა ევროპის ჩემპიონატზე და თითებგადაჯვარედინებული ველოდები, ვულოცავ გუნდს, ყველას, ვინც გულშემატკივრობდა მათ,“ – განაცხადა ჰერჩინსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.