მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი - ილია II

კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს ფეხბურთის ეროვნულ ნაკრებს, მათ მწვრთნელებს, სრულიად საქართველოს და უცხოეთში მყოფ თანამემამულეებს გუშინდელ გამარჯვებას ულოცავს.

„მრავალი წლის შემდეგ ეს იყო ისეთი სიხარული, რომელმაც მოიცვა მთელი ერი. შევნიშნავთ იმასაც, რომ ბოლო დროს სპორტის სხვა სახეობებშიც ძალიან დიდი წარმატებები იქნა მიღწეული,“  ნათქვამია ილია მეორის მისალოც წერილში.