Reuters-ის ცნობით, Evolve Dynamics-ის ინჟინრები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც დაეხმარება უკრაინულ სადაზვერვო თვითმფრინავებს, უფრო დიდხანს დარჩნენ ცაში, მაშინაც კი, თუ რუსეთი მათ ელექტრონულად დაბლოკვას შეეცდება.
სტატიაში ნათქვამია, რომ ეს არის უკრაინის მოკავშირეების საერთაშორისო ძალისხმევის მნიშვნელოვანი ნაწილი უპილოტო თვითმფრინავების პროგრამის მხარდასაჭერად.
„ათობით ქვეყანაში, კომპანიებმა უკრაინას უკვე მიაწოდეს თვითმფრინავები და დრონების ნაწილები. ზოგიერთი, როგორიცაა Evolve Dynamics, ასევე, ტექნოლოგიურ ფოკუსირებას ახდენს, ის შექმნილია რუსეთის მძლავრი ელექტრონული ომის (EW) შესაძლებლობებთან დასაპირისპირებლად," - წერს Reuters-ი.
ალტერნატიული რადიოკავშირის ალგორითმების შემუშავებით, კომპანია მიზნად ისახავს, გაართულოს რუსეთის შესაძლებლობა, დაბლოკოს სიგნალები მისი სადაზვერვო თვითმფრინავებიდან. ორივე მხარემ გააძლიერა EW სისტემების განლაგება, რამაც შეიძლება, შეაფერხოს ოპერატორიდან თვითმფრინავებზე ბრძანებების გადაცემის სიხშირეები.
„ეს არის მუდმივი პინგ-პონგის თამაში მოწინააღმდეგეებს შორის," - აღნიშნა მაიკ დიუჰირსტმა, Evolve Dynamics-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. მისი თქმით, ბოლო ორწელიწადნახევრის განმავლობაში Sky Mantis-ის ტიპის თვითმფრინავებზე 85 განახლება მოდის.
კომპანიამ თავისი დეველოპერები უკვე გაგზავნა უკრაინაში. Evolve Dynamics-ს ამჟამად ჰყავს 100-მდე Sky Mantis სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლებიც დაფრინავენ უკრაინაში.
გასულ თვეში უკრაინელმა სამხედრო ნაწილმა სთხოვა Evolve Dynamics-ს ცვლილებები შეეტანა ტექნოლოგიაში, რათა ის უფრო უსაფრთხო ყოფილიყო ოპერატორისთვის.