აშშ-ში, ბალტიმორში, სადაც გემი ხიდს შეეჯახა, ორი ადამიანია დაღუპული, ოთხ დაკარგულს ეძებენ

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა. BBC-ს ინფორმაციით, მაშველებმა ადგილზე ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს.

გემის შეჯახების მომენტში ხიდზე რვა მუშა იმყოფებოდა.

მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, ხოლო ოთხს ამ დრომდე ეძებენ.

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში გემი ხიდს შეეჯახა, რის შედეგადაც ხიდი მთლიანად დაინგრა.