შოლცმა პუტინთან ბოლო სატელეფონო კომუნიკაციის დეტალებზე ისაუბრა

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ბოლო სატელეფონო საუბარი 2022 წლის დეკემბერში შედგა. ამის შესახებ თავად შოლცმა ისაუბრა გაზეთ Markische Allgemeine Zeitung-თან ინტერვიუში.


შესაბამისი კითხვის საპასუხოდ შოლცმა განაცხადა:

  • „ჩვენი ბოლო სატელეფონო საუბარი იყო 2022 წლის დეკემბერში - მანამდე უფრო ხშირად ვესაუბრებოდით ერთმანეთს.“

კანცლერმა დაამატა, რომ ომამდე რამდენიმე დღით ადრე ისინი "პირისპირ საუბრობდნენ მოსკოვში" ოთხ საათზე მეტი ხნის განმავლობაში. უკრაინასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე საპასუხოდ, შოლცმა აღნიშნა, რომ „რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის, უკრაინა, ამჟამად უსაფრთხოების მრჩეველთა დონეზე განიხილავენ, თუ როგორ შეიძლება, გამოიყურებოდეს ის, რაც სამშვიდობო პროცესამდე მიგვიყვანს.“


„მაგრამ ნება მომეცით, ერთი რამ მკაფიოდ ვთქვა: მშვიდობა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი,” - აღნიშნა შოლცმა.

შეგახსენებთ, რუსეთში უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. მოსკოვის წინააღმდეგ დასავლეთმა სანქციები აამოქმედა. გერმანია უკრაინისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია სამხედრო დახმარების უზრუნველყოფის თვალსაზრისით.