რუსეთის პატრიარქის ხელმძღვანელობით მოქმედმა საბჭომ დაასკვნა, რომ „უკრაინის მთელი ტერიტორია მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში უნდა შევიდეს“

27 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა „გლობალური რუსეთის სახალხო კრების“ ბრძანება (საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელსაც თავმჯდომარეობს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი) რომელშიც უკრაინის ომს "წმინდა" უწოდეს. მასში ნათქვამია. რომ „თანამედროვე უკრაინის მთელი ტერიტორია უნდა შევიდეს მხოლოდ რუსული გავლენის ზონაში.“


ფორმალურად, დოკუმენტს არანაირი კავშირი არ აქვს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, თუმცა, VRNS-ის მუშაობაში მონაწილეობს მრავალი საეკლესიო იერარქი და ეკლესიასთან დაკავშირებული საზოგადო მოღვაწე.

როგორც აღნიშნავენ, დოკუმენტში დამტკიცდა ყრილობაზე, რომელიც 27 მარტს მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, პატრიარქ კირილის თავმჯდომარეობით გაიმართა. დოკუმენტს ეწოდება "ბრძანება, რომელიც მიმართულია რუსეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისადმი."


დოკუმენტის პირველი ნაწილი ომს ეთმობა (დოკუმენტში მას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ჰქვია). ომი გამოცხადებულია "რუსი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ახალ ეტაპად კრიმინალური „კიევის რეჟიმისა“ და მის უკან მყოფი კოლექტიური დასავლეთის წინააღმდეგ, რომელიც იწარმოება „სამხრეთ-დასავლეთ რუსეთის მიწებზე.“


დოკუმენტი ასევე ასახავს „რუსული სამყაროს“ კონცეფციას. მასში ნათქვამია, რომ რუსული სამყაროს საზღვრები, „როგორც სულიერი, კულტურული და ცივილიზაციური ფენომენისა,“ „მნიშვნელოვნად უფრო ფართოა, ვიდრე ამჟამინდელი რუსეთის ფედერაციის და დიდი ისტორიული რუსეთის სახელმწიფო საზღვრები.“

რუსულ სამყაროზეც ამბობენ, რომ მისი ფუნქციაა, იყოს გლობალური „შემკავებელი“. ტექსტის ავტორების აზრით, რუსეთი „ახალ მრავალპოლარულ სამყაროში უსაფრთხოებისა და სამართლიანი მსოფლიო წესრიგის როლს უნდა ასრულებდეს.“

დოკუმენტის ავტორებს ასევე სჯერათ, რომ ბელორუსები და უკრაინელები მხოლოდ რუსების სუბეთნიკურ ჯგუფებად უნდა აღიარონ. ასევე შემოთავაზებულია რუსეთში თავშესაფრის მიცემა „მილიონობით უცხოელისთვის, რომლებიც იცავენ ტრადიციულ ღირებულებებს.“


ცნობისთვის, პატრიარქ კირილს ომის დაწყების შემდეგ, პირდაპირი სიტყვებით მხარი არ დაუჭერია რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრისთვის, თუმცა, დროთა განმავლობაში, მან სულ უფრო დაიწყო ლაპარაკი უკრაინისა და დასავლეთის დაგმობაზე და ომის გარკვეულ სულიერ მნიშვნელობაზე საუბარი. შემდგომში მან თქვა, რომ ყველა ეკლესიაში უნდა წაეკითხათ ლოცვა „წმინდა რუსეთის გამარჯვებაზე“ და ვინც უარს იტყოდა ამაზე, დაექვემდებარებოდნენ სანქციებს, მათ შორის, სამსახურიდან გათავისუფლებას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა. ცივილიზებული სამყარო პუტინს და რუსეთის არმიის ჯარისკაცებს ომის დამნაშავედ თვლის.