გერმანია უკრაინას სამხედრო დახმარების მსხვილ პაკეტს უგზავნის

დღეს, 28 მარტს, გერმანიამ განაახლა სამხედრო დახმარების ის სია, რომელიც უკვე გადასცა უკრაინას. სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის შეიარაღებული ძალები მიიღებენ ახალ თვითმფრინავებს, ტანკებისთვის განკუთვნილ ჭურვებსა და არტილერიას.


პაკეტში ასევე შედის SATCOM-ის სათვალთვალო სისტემა, 330 ინფრაწითელი კამერა, 2056 RGW90 Matador ყუმბარმტყორცნი და 70 GMG ყუმბარმტყორცნი და სხვა აღჭურვილობა.

გერმანიის მთავრობამ ასევე განაახლა იმ დახმარების სია, რომელიც უკრაინას მომავალში მიეწოდება. მათ შორის არის რაკეტები Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, 20 Marder-ის ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანია უახლოეს დღეებში ბუნდესვერის არსენალებიდან 10-ათასი საარტილერიო საბრძოლო მასალის უკრაინაში გადატანას გეგმავს. მანამდე გერმანიამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი მოამზადა, რომლის ღირებულება 500 მილიონ ევროს შეადგენს.