რუსული გამანადგურებელი სევასტოპოლში, ზღვაში ჩავარდა

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულის ქალაქ სევასტოპოლთან ზღვაში რუსული სამხედრო თვითმფრინავი SU-35 ჩავარდა, - ამის შესახებ რეგიონის რუსმა ე.წ. გუბერნატორმა მიხაილ რაზვოჟაევმა ტელეგრამის არხში დაწერა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა სამხედრო თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზი.


„სამოქალაქო ობიექტები არ დაზიანებულა. პილოტმა შეძლო კატაპულტირება. ის მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება,“ - წერს რაზვოჟაევი.

ინციდენტი თვითმხილველის ვიდეოებზეა აღბეჭდილი. ზღვაში ჩავარდნამე თვითმფრინავს ჰაერში ცეცხლი გაუჩნდა.