კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის დამფუძნებელს 25 წელი მიუსაჯეს

კრიპტოვალუტის ერთ-ერთი უმსხვილესი ბირჟის FT-ის დამფუძნებელ, სემ ბენკმან-ფრიდს, აშშ-ში სასამართლომ 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მანამდე ის ფინანსური თაღლითობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს, რის შედეგადაც მან კლიენტებისგან 8 მილიარდი დოლარი მიითვისა.


Washington Post-ის ცნობით, სასამართლომ კრიპტო ინვესტორს კლიენტებისთვის 11 მილიარდი დოლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

2019 წელს დაარსებული ბირჟა FTX 2022 წლის ნოემბრისთვის 32 მილიარდ დოლარად შეფასდა.

კომპანიის ღირებულება ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღის შემდეგ  განულდა.


ნაფიცი მსაჯულების განაჩენის მიხედვით, ბიზნესმენმა FTX კლიენტების დეპოზიტები სესხების სახით გადაიტანა თავის ფონდ Alameda Research investment-ში, რომელმაც ეს თანხები კრედიტორებთან ანგარიშსწორებისთვის გამოიყენა და კრედიტებს გასცემდა თავად ბიზნესმენს, რომელიც იყენებდა მათ საფონდო სპეკულაციისთვის. მან თავად განაცხადა სასამართლო პროცესზე, რომ არ იცოდა, რომ უკანონო ქმედებებს ჩადიოდა.