რუსულმა ძალებმა 28-29 მარტის ღამეს სარაკეტო და უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმის დროს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას დაარტყეს. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო ენერგოკომპანია Ukrenergo-მ განაცხადა. ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში დაზიანებულია ჰესები და თბოელექტროსადგურები.
დნეპროპეტროვსკის ოლქის დასახლებულ პუნქტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ხარკოვის ოლქში გრაფიკი ამოქმედდა.
უკრაინის კერძო ენერგოკომპანია ДТЕК-ის ინფორმაციით, დაზიანებულია მის მიერ მართული სამი თბოელექტროსადგური. დაშავდა ერთი ენერგეტიკოსი.
29 მარტს, რაკეტებით და დრონებით მასირებული შეტევის შედეგად უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის სხვადასხვა რაიონში დაშავდა სულ მცირე 6 ადამიანი. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დანგრეული, ან დაზიანებულია 10-მდე სახლი და სხვა შენობები.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, საჰაერო თავდაცვის ძალებმა რეგიონში 12 რუსული რაკეტა და ამდენივე დრონი გაანადგურეს.