სამხრეთ აფრიკის ჩრდილოეთ პროვინციაში, ლიმპოპოში ავტოსაგზაო შემთხვევას 45 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.
სამხრეთ აფრიკის ტრანსპორტის დეპარტამენტის ცნობით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტობუსი ხიდიდან ხევში გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის ერთადერთი გადარჩენილი მგზავრი 8 წლის ბავშვია, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მგზავრები მომლოცველები იყვნენ, რომლებიც ბოტსვანის დედაქალაქ გაბორონედან ქალაქ მორიაში, წმინდა ენგენას ეკლესიაში სააღდგომო წირვაზე დასასწრებად მიემგზავრებოდნენ.