ჯო ბაიდენი: საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენის განაცხადა, რომ საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი.

ამის შესახებ ბაიდენმა კამერების მიღმა გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ახლა დეტალებს არ შევეხები, მაგრამ ვმუშაობ საუდელებსა და ყველა სხვა არაბულ ქვეყანასთან, მათ შორის ეგვიპტესთან, იორდანიასა და კატართან. ისინი მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი პირველად,“ – აღნიშნა ბაიდენმა.


ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა მოწოდებები ღაზაში ომის შემდგომი გეგმებისა და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის შესახებ.

„ძალიან ბევრი ისრაელელი და პალესტინელი უდანაშაულო მსხვერპლია. ჩვენ უნდა გვქონდეს მეტი საკვები და წამალი, ასევე მომარაგება პალესტინელებისთვის”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბაიდენის განმარტებით, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ისრაელის არსებობა საფრთხეშია.