121 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკრაინაში რეპატრიაციის ღონისძიებების შედეგად დააბრუნეს.
ამის შესახებ ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი იტყობინება.
მეომრების ცხედრების დაბრუნებაში დიდი წვლილი შეიტანა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სხვა სტრუქტურებმა. გადმოსვენების საკითხების მოგვარებაში ჩართული იყო საერთაშორისო წითელი ჯვარი.