ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა - WP

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა. შესაბამის ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.


კერძოდ, ისრაელი 1800-ზე მეტ MK84 ბომბს, 500 MK82 ბომბს, ასევე, 25 F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს და მათ ძრავებს მიიღებს.

აშშ-ის კონგრესმა ისრაელისთვის შეიარაღების ხსენებული პაკეტის გადაცემას მხარი 2008 წელს დაუჭირა.


The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

„ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დღეებში ჩუმად დაუშვა ისრაელისთვის მილიარდობით დოლარის ბომბების და გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემა, მიუხედავად ვაშინგტონის შეშფოთებისა, მოსალოდნელი სამხედრო შეტევის შესახებ სამხრეთ ღაზის სექტორში, რომელიც შეიძლება, ასობით ათასი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს დაემუქროს,“ წერს WP.