ზელენსკიმ პირველი თანაშემწე და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავისი პირველი თანაშემწე, სერგეი შეფირი და რამდენიმე მრჩეველი თანამდებობიდან გაათავისუფლა. განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. უკრაინული მედიის ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან: მიხაილ რადუცკის, სერგეი ტროფიმოვი და ოლეგ უსტენკო.


ზელენსკიმ თანამდებობიდან ასევე გაათავისუფლა პრეზიდენტის აპარატის უფროსის ორი მოადგილე ანდრი სმირნოვი და ოლექსი დნიპროვი. 

განკარგულებებიდან ირკვევა, რომ ზელენსკიმ ასევე დაითხოვა მოხალისეთა საქმიანობისა და უკრაინის დამცველთა უფლებების უზრუნველყოფის საკითხებში პრეზიდენტის ოფისის შტატგარეშე წარმომადგენლები ნატალია პუშკარევა და ალიონა ვერბიცკაია.