თეთრმა სახლმა კიდევ ერთხელ მოუწოდა, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას, უკრაინის ენერგოსისტემაზე რუსეთის თავდასხმების ფონზე, დაამტკიცოს უკრაინას დახმარება, რომელიც კიევს ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემებით უზრუნველყოფს.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ედრიენ უოტსონმა განაცხადა, რომ 28-29 მარტის ღამეს რუსეთმა განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი საჰაერო თავდასხმა უკრაინის ენერგოსისტემაზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბევრი ადამიანი ჩამოართვა სითბოს, წყალს და ელექტროენერგიას.
„ეს დაბომბვა - უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსული თავდასხმების სერიის ნაწილია, რაც არის საშინელი შეხსენება ვლადიმერ პუტინის მცდელობების, გატეხოს უკრაინელი ხალხის სულისკვეთება,“
მისი თქმით, ამ ფონზე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უნდა მიიღოს ორპარტიული დამატებითი ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი.
„ჩვენ შეგვიძლია, უკრაინას მეტი საჰაერო თავდაცვა გავუგზავნოთ. უკრაინის საჭიროება გადაუდებელია და ჩვენ არ შეგვიძლია რაიმე შემდგომი შეფერხება დავუშვათ,“ აღნიშნა უოტსონმა.
შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.
თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.
კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.