უმეროვმა ოსტინს რუსეთის თავდასხმებზე მიაწოდა ინფორმაცია

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა და აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების აუცილებლობა განიხილეს. Ukrinform-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.

სატელეფონო საუბრისას უმეროვმა თავის კოლეგას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია უკრაინის ქალაქებზე რუსული სარაკეტო თავდასხმების შესახებ და ხაზი გაუსვა მათთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და რაკეტების უზრუნველყოფის მნიშვნელობას.


მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ოსტინს მუდმივი მხარდაჭერისთვის. როგორც „უკრინფორმი“ იტყობინება, რუსტემ უმეროვმა NATO-უკრაინის საბჭოს საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას, პარტნიორებს დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა.


შეგახსენებთ, კანონპროექტი, რომელიც უკრაინას 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას უწევს, სენატმა თებერვლის შუა რიცხვებში დაამტკიცა.

თუმცა წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი უარს ამბობს, კანონპროექტს სვლა მისცეს.

კანონპროექტის მომხრეები იმედოვნებენ, რომ საპარლამენტო პროცედურებით შეძლებენ სპიკერის წინააღმდეგობის დაძლევას. აშშ-ის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელობამ 11 მარტს გააფრთხილა ამერიკელი კანონმდებლები, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების შეფერხება რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, უკრაინის მეტი ტერიტორია დაიკავოს.