საფრანგეთი უკრაინაში ასობით ჯავშანტექნიკას და „ასტერის“ რაკეტებს გაგზავნის.
თავდაცვის მინისტრის სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, იარაღის მიწოდება 2024 წელს და 2025 წლის დასაწყისში იგეგმება. მისი თქმით, საუბარია ცნობილ VAB ჯავშანტრანსპორტიორებზე.
„უკრაინის არმიას სჭირდება, მაგალითად, ჩვენი ფრონტის ჯავშანტექნიკა (VAB): ამას აბსოლუტურად საკვანძო მნიშვნელობა აქვს ჯარების მობილურობისთვის. ამ ძველ ტექნიკას, რომელიც ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინას მნიშვნელოვანი პირდაპირი სარგებელი მოუტანოს“, - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
მინისტრის თქმით, საჰაერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ კიევის მოთხოვნის საპასუხოდ, პარიზი გადასცემს საბრძოლო მასალა „ასტერ 30“-ს SAMP/T-ისთვის - რომელიც ამერიკული Patriot-ის ეკვივალენტია.
სებასტიან ლეკორნუ არ გამორიცხავს, რომ პროცესის დაჩქარების მიზნით საფრანგეთმა პრიორიტეტი სამოქალაქო მწარმოებლიდან სამხედროზე გადაიტანოს.