თურქეთის სპეცსამსახურებმა ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 51 ადამიანი დააკავეს. მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ალი ერლიკაია სოციალურ ქსელში წერს. მინისტრის თქმით, ეჭვმიტანილების დაკავების ოპერაციები თურქეთის 21 პროვინციაში ჩატარდა. ტერორისტული დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ყველაზე მეტი, 10 პირი ანკარის პროვინციაში დააკავეს.
ოპერაციაში მონაწილეობდნენ პროვინციების პოლიციის დეპარტამენტები და კოორდინაციას უწევდნენ პროკურატურა, უსაფრთხოების სამსახურის მთავარი დეპარტამენტი, დაზვერვის დეპარტამენტი და ანტიტერორისტული დეპარტამენტი.
მინისტრის ინფორმაციით, ოპერაციების დროს დიდი რაოდენობით დოკუმენტაცია და ციფრული მასალა ამოიღეს.
26 მარტს თურქმა სამართალდამცავებმა ჯიჰადისტურ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი 147 ადამიანი დააკავეს.