პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით, ისრაელის ქუჩებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რაც ოქტომბერში ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია იყო.
დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა „ჰამასის მიერ დაკავებული ათეულობით მძევალი გათავისუფლდეს და ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს.
დემონსტრანტები ნეთანიაჰუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარდა მოითხოვდნენ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ღაზის სექტორში დარჩენილი 134 ისრაელელი მძევლის გასათავისუფლებლად.
მძევლების ოჯახები და მეგობრები, ისევე როგორც მომიტინგეები შიშობენ, რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი შეთანხმების გარეშე, კიდევ მით მეტი მძევალი დაიღუპება.
31 მარტს განახლდა მოლაპარაკება კაიროში, სადაც ისრაელის დელეგაცია ჩავიდა. ნეთანიაჰუს მიმართ აღძრულია სასამართლო საქმეები კორუფციის ბრალდებით და მისი ოპონენტები მიიჩნევენ, რომ მისი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ გადარჩენას უფრო ემსახურება, ვიდრე სახელმწიფო ინტერესებს.