სომხეთ-ამერიკის თავდაცვის თანამშრომლობის ფარგლებში, აშშ-ის მობილური საწვრთნელი ჯგუფი სომხეთში ჩავიდა. ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ინსტრუქტორები სომხეთის თავდაცვის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების სფეროში გამოცდილების გაცვლის მიმართულებით იმუშვებენ.
სწავლება ითვალისწინებს თანამშრომლობას თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან, ასევე, სახელმწიფო დაწესებულება Zinuzh Media-ის თანამშრომლებთან. პროგრამა სომხეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის და გენერალური შტაბის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტი ედუარდ ასრიანის სიტყვით გამოსვლით დაიწყო.
ცნობისთვის, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეერთებული შტატები და ევროკავშირი ერევნის მთავარი პარტნიორები არიან.