ავსტრიაში 9 აპრილს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება. მანამდე, ქვეყანამ კონსტიტუციის დაცვისა და ტერორიზმთან ბრძოლის ფედერალური სამსახურის (BVT) ყოფილი თანამშრომლის ეგისტო ოტის დაკავების შესახებ განაცხადა, რომელიც ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
ამის შესახებ Der Standard-ი წერს. ავსტრიის საზიანოდ საიდუმლო დაზვერვისა და სახელმწიფო საიდუმლოების დარღვევის საქმეს 2017 წლიდან იძიებენ. მის ბოლო დაკავებას წინ უძღოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოტი ავსტრიელი ოფიციალური პირების მობილური ტელეფონებიდან მონაცემებს რუს ჯაშუშებს გადასცემდა.
ცნობისთვის, უშისროების საბჭოს შეხვედრას ავსტრიის ფედერალური კანცლერი კარლ ნეჰამერი საპარლამენტო ჯგუფ მწვანეების მოთხოვნით მოიწვევს.
„BVT-ის ყოფილი თანამშრომლის, ეგისტო ოტის მიმართ არის ბრალდებები ჯაშუშობის შესახებ. ეს ბრალდებები მძიმეა. ერთი მხრივ, ეს ბრალდებები ახლა სასამართლო ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ. მეორე მხრივ, აუცილებელია ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარების შეფასება და გარკვევა,“ ნათქვამია ნეჰამერის განცხადებაში.