სირიაში, ირანის საელჩოს გვერდით მდებარე შენობაზე ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური დაიღუპა.
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპული ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის მეთაური, მოჰამედ რეზა ზაჰედია.
ირანული მედიის ცნობით, სარაკეტო იერიშს სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.
განახლება: ირანის საგარეო საქმეთა სამინიტრო აცხადებს, რომ „ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა.“
„მიგვაჩნია, რომ ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას სიონისტურ ორგანიზაციას ვაკისრებთ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ დანაშაულების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს,“ - ნათქვამია განცხადებაში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა სირიელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას აღნიშნა, რომ დამასკოში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა საერთაშორისო კონვენციის დარღვევას წარმოადგენს.