უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის არმიას გაუნადგურეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი „ფორპოსტი“.
პირველი ცნობა, რომ ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადამ შავი ზღვის აკვატორიაში „ფორპოსტი“ ჩამოაგდო, პირველ აპრილს, საღამოს გამოქვეყნდა უკრაინის საჰაერო ძალების სამხრეთის სარდლობის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ევლაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული დრონი „ფორპოსტი“, რომელიც თურქული „ბაირაქთარის“ ანალოგს ჰგავს, დაახლოებით შვიდი მილიონი დოლარი ღირს. ევლაშის ინფორმაციით, დიდი ზომის ამ უპილოტო საფრენ აპარატს დაზვერვასთან ერთად შეუძლია ორი რაკეტით ან სხვა იარაღით ხმელეთზე სამიზნეების განადგურება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უკრაინელი სამხედროების მიერ შავ ზღვაში „ფორპოსტის“ ჩამოგდების შესახებ არაფერი უთქვამს.