ქნესეთმა ისრაელის მთავრობას ტელეარხ Al-Jazeera-ს მაუწყებლობის აკრძალვის უფლება მისცა

ისრაელის პარლამენტმა ორშაბათს მხარი დაუჭირა კანონის მიღებას, რომელიც საშუალებას იძლევა, ისრაელში აიკრძალოს ისეთი უცხოური მედიის მაუწყებლობა და გავრცელება, რომელიც „ზიანს აყენებს ეროვნულ უსაფრთხოებას.“

კანონს ქნესეთში მხარი დაუჭირა 70-მა დეპუტატმა, 10 წინააღმდეგი იყო. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოიპოვა შესაძლებლობა, დროებითი აკრძალვა დააწესოს კატარის ტელეარხის მაუწყებლობაზე და განკარგულება გასცეს, ისრაელში Al-Jazeera-ს ბიუროს დახურვის თაობაზე.


Reuters-ი იტყობინება, რომ მთავრობის ხელმძღვანელი და უსაფრთხოების კაბინეტი ახლა შეძლებენ 45 დღით შეწყვიტონ მედიასაშუალების მუშაობა, რის შემდეგაც ის შეძლებს აღადგინოს მაუწყებლობა და გააგრძელოს ის ივლისის ბოლომდე ან ღაზის სექტორში ძირითადი სამხედრო ოპერაციების დასრულებამდე.

ტელეარხი Al-Jazeera, რომელიც მწვავედ აკრიტიკებდა ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში, ისრაელს ბრალს სდებდა ასევე „სისტემატურ“ თავდასხმებში ტელეარხის ოფისებსა და მის პერსონალზე.