ბელორუსში, პოლონეთის, ლიეტუვისა და უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში სამხედრო წვრთნები დაიწყო

ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამშაბათს დაიწყო მანევრები უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის მოსაზღვრე რეგიონებში. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. გომელის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში, 2 აპრილიდან 4 აპრილამდე, გომელის რაიონის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად ჩატარდება სამეთაურო სწავლება.


„სწავლების მიზანია, შეაფასოს ტერიტორიული ჯარების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნა საბრძოლო მომზადების დავალებების შესასრულებლად, ასევე -  რეზერვის ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლება ქვეშევრდომების მართვაში და პერსონალის მომზადება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად. მსგავსი სწავლებები 2 აპრილიდან 4 აპრილამდე ჩატარდება გროდნოს ოლქის ვორონოვოს რაიონში,“ აცხადებენ ბელოურუსის თავდაცვის უწყებაში.