ბელორუსის შეიარაღებულმა ძალებმა სამშაბათს დაიწყო მანევრები უკრაინის, ლიეტუვისა და პოლონეთის მოსაზღვრე რეგიონებში. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. გომელის რეგიონის ტერიტორიული თავდაცვის ყოვლისმომცველი შემოწმების ფარგლებში, 2 აპრილიდან 4 აპრილამდე, გომელის რაიონის სამხედრო კომისრის ხელმძღვანელობით, ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად ჩატარდება სამეთაურო სწავლება.
„სწავლების მიზანია, შეაფასოს ტერიტორიული ჯარების სამხედრო ნაწილების თანამდებობის პირების მზადყოფნა საბრძოლო მომზადების დავალებების შესასრულებლად, ასევე - რეზერვის ოფიცრების კვალიფიკაციის ამაღლება ქვეშევრდომების მართვაში და პერსონალის მომზადება ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების გადასაჭრელად. მსგავსი სწავლებები 2 აპრილიდან 4 აპრილამდე ჩატარდება გროდნოს ოლქის ვორონოვოს რაიონში,“ აცხადებენ ბელოურუსის თავდაცვის უწყებაში.