ფინეთის სკოლაში სროლის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და ორი მძიმედ დაიჭრა. სამივე 12 წლისაა. ამის შესახებ პოლიცია იუწყება.
დააკავეს ეჭბმიტანილი, რომელიც ასევე 12 წლის არის.
მშობლებმა ფინურ მედიას განუცხადეს, რომ სროლა დედაქალაქ ჰელსინკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ვანტაას სკოლის კლასში მოხდა.
სკოლას სულ 800 მოსწავლე და 90 თანამშრომელი ჰყავს. ვანტაა ფინეთის სიდიდით მეოთხე ქალაქია, სადაც დაახლოებით 240 000 ადამიანი ცხოვრობს.
როგორც BBC წერს, 5,5 მილიონიანი ფინეთი საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მონადირეების და იარაღის მოყვარულთა ქვეყანა და მას 430,000 ლიცენზირებული იარაღის მფლობელი ჰყავს.