ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი MI-24 ჩამოვარდა.
„ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია,“ განუცხადა ადგილობრივ სააგენტო „აფსნიპრესს" ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საჰაერო ძალების სარდალმა ადგურ გუმბამ.
შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს იძიებენ. ადგილზე იმყოფება დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მინისტრი ლევ კვიცინია.